დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 31/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016119 |
|
„ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე |
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში და დამტკიცდეს იგი თანდართული რედაქციით.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას დადგენილების დანართში მითითებული საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელფასები გადაიანგარიშოს „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №945 და 2012 წლის 19 ოქტომბრის №961 ბრძანებულებების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან. |
|
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს
2012 წლის 31 ოქტომბრის № 167 დადგენილების დანართი
|
ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები