დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე–ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29.04.1053 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 30/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.37.101.016135 |
|
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე–ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №432 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
მუხლი 1.
|
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში (ვებგვერდი,310060000.37.101.016123, 31/07/2012) შეტანილ იქნეს ცვლილება და 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21 შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, ყოველი თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების, აგრეთვე „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობათა შესახებ. მუხლი 22 ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის გადაგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები