დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის #3/181 ბრძანების დანართი #1-ში და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/94
2012 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. „ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართი №1-ში და №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 1350, ნაცვლად „ქიაჩელი ლეოს ქ.№18”-ისა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ქიაჩელი ლეოს ქ.№16”, ასევე ამავე ბრძანების დანართი №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010206131-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „ქიაჩელი ლეოს ქ.№18” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ქიაჩელი ლეოს ქ.№16” და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად;
ბ) დანართი №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 1710, ნაცვლად „ჯავახიშვილი ივანეს ქ.№37/ტურგენევის ქ.№8”-სა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ჯავახიშვილი ივანეს ქ.№37/ტურგენევის ქ.№2”, ასევე ამავე ბრძანების დანართი №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010203284-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „ჯავახიშვილი ივანეს ქ.№37/ტურგენევის ქ.№8” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ჯავახიშვილი ივანეს ქ.№37/ტურგენევის ქ.№2” და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად;
გ) დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. რურუა
დანართი
| 1350. | ქიაჩელის /ლეო/ ქუჩა 16 |
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № 010206131 |
|
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ქიაჩელი ლეოს ქუჩა 16 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – მე-19 საუკუნის დასასრული |
| 1710. | ჯავახიშვილის /ივანე/ ქუჩა 37 / ტურგენევის ქუჩა 2 |
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № 010203284 |
|
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ჯავახიშვილი ივანეს ქუჩა 37 / ტურგენევის ქუჩა 2 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – მე-19 საუკუნის II ნახევარი |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები