დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1611/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 18/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1611/ო
2012 წლის 18 ოქტომბერი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ.
№8) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ.
№8)
.
2. შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ.
№8) გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში
, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი
№144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის გ. თოდუას განცხადება №82395 , 16.10.2012 წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები