დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1638/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 23/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1638/ო
2012 წლის 23 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,უნიმედი სამცხეს“ ფილიალს (ფაქტ ობრივი მისამართი: ქ.ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №48) მიეცეს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
2.ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ ეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში , საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,, უნიმედი სამცხეს“ დირექტორის განცხადება №72749, 13.09 2012 წ .
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები