დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის #23 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016079 |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის 2012 წლის შემოსავლები განისაზღვროს 20163.1 ათასი ლარით, ნაცვლად 20147,1 ათასი ლარისა. მათ შორის:
3. სხვა შემოსავლები განისაზღვროს 460.0 ათასი ლარით.
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის 2012 წლის გადასახდელები განისაზღვროს 20163.1 ათასი ლარით, ნაცვლად 20147,1 ათასი ლარისა. მათ შორის:
ა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯები განისაზღვროს 355.1 ათასი ლარით, ნაცვლად 347.1 ათასი ლარისა. ბ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯები განისაზღვროს 1534.8 ათასი ლარით, ნაცვლად 1497.8 ათასი ლარისა. (მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 20.0 ათასი ლარი). გ. კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხარჯები განისაზღვროს 15,0 ათასი ლარით. დ. ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობის ხარჯი განისაზღვროს 47.6 ათასი ლარით. ე. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 90,0 ათასი ლარით. ვ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შევსება განისაზღვროს 1040.0 ათასი ლარით. ზ. არქივის ხარჯი განისაზღვროს 6.8 ათასი ლარით. თ. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 488.8 ათასი ლარით, ნაცვლად 638,8 ათასი ლარისა.
აქედან: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვცევის სამსახურის ხარჯები 86.6 ათასი ლარით, (მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 69.0 ათასი ლარი).
მათ შორის: ა. თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების (ძირითადი საშუალებების) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პასპორტირების სამუშაოების და აუდიტორული მომსახურების ხარჯები 11.8 ათასი ლარით, ნაცვლად 15.8 ათასი ლარისა. ბ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ხარჯები 490.6 ათასი ლარით. გ. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები განისაზღვროს 4831.5 ათასი ლარით, ნაცვლად 5058,0 ათასი ლარისა. დ. გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები განისაზღვროს 61.6 ათასი ლარით, ნაცვლად 41.6 ათასი ლარისა. ე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მინი-სპორტული მოედნების მოწყობის, მოვლა-შენახვის და გამწვანების ღონისძიებების ხარჯები განისაზღვროს 298,4 ათასი ლარით. ვ. კეთილმოწყობის ღინისძიებები დაფინანსდეს 418.1 ათასი ლარით. ზ. მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიიდან და ქ. გურჯაანის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა 365.0 ათასი ლარით. თ. საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები დაფინანსდეს 806,6 ათასი ლარით. ი. ა.(ა).ი.პ „ნიადაგის წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური" დაფინანსდეს 51.2 ათთასი ლარით. კ. ბინათმშენებლობა დაფინანსდეს 500.1 ათასი ლარით, ნაცვლად 498.8 ათასი ლარისა. ლ. წყლის სიტემების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯი განისაზღვროს 1576.4 ათასი ლარით, ნაცვლად 1419,2 ათასი ლარისა. მ. ა.(ა).ი.პ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურება" დაფინანსდეს 237.3 ათასი ლარით. ნ. გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯი განისაზღვროს 502.1 ათასი ლარით, ნაცვლად 487.1 ათასი ლარისა. ო. ნაგავსაყრელების მოწყობა განისაზღვროს 48,8 ათასი ლარით.
მათ შორის: ა. სკოლამდელი განათლება დაფინანსდეს 1052.0 ათასი ლარით, ნაცვლად 1043.5 ათასი ლარისა. ბ. საჯარო სკოლები დაფინანსდეს 9.0 ათასი ლარით. გ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი _ „მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი" დაფინანსდეს 22,0 ათასი ლარით.
მათ შორის: ა. სპორტული ღონისძიებები დაფინანსდეს 15,0 ათასი ლარით ბ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „გურჯაანის სპორტული სკოლა" დაფინანსდეს 48.1 ათასი ლარით. გ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ქ. გურჯაანის სპორტული კომპლექსი" 55.1 ათასი ლარით, ნაცვლად 51.1 ათასი ლარისა. დ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „საფეხბურთო სკოლა „გურჯაანი" 45.6 ათასი ლარით, ნაცვლად 43.6 ათასი ლარისა. ე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „რევაზ მინდორაშვილის სახელობის გურჯაანის ჭიდაობის სკოლა" დაფინანსდეს 34.0 ათასი ლარით. ვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდეს 3136.4 ათასი ლარით, ნაცვლად 3111.9 ათასი ლარისა. ზ. კულტურული ღონისძიებები დაფინანსდეს 15.0 ათასი ლარით. თ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „გურჯაანის სამხატვრო სკოლა" დაფინანსდეს 11.7 ათასი ლარით, ნაცვლად 18.5 ათასი ლარისა. ი. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანება" დაფინანსდეს 61.8 ათასი ლარით. კ. კულტურის სახლები დაფინანსდეს 108.8 ათასი ლარით. ლ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ველისციხის თეატრი" დაფინანსდეს 39.5 ათასი ლარით. მ. ს.ს.ი.პ. „ქ. გურჯაანის თოჯინების თეატრი" 27,0 ათასი ლარით. ნ. მუზეუმები დაფინანსდეს 134.2 ათასი ლარით. ო. მუსიკალური კოლექტივები დაფინანსდეს 74.3 ათასი ლარით, ნაცვლად 67.5 ათასი ლარისა. პ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ცეკვის ანსამბლი გურჯაანი" დაფინანსდეს 37.5 ათასი ლარით. ჟ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბავშვთა და მოზარდთა ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი ცერული I" დაფინანსდეს 11,0 ათასი ლარით. რ. ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა განისაზღვროს 40.0 ათასი ლარით. ს. სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ხარჯები განისაზღვროს 29.5 ათასი ლარით. ტ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძოებების ხარჯები განისაზღვროს 19,0 ათასი ლარით. უ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „გურჯაანის მუნიციპალური მაცნე" 42.5 ათასი ლარით. 8. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დაფინანსდეს 871.6 ათასი ლარით, ნაცვლად 752.6 ათასი ლარისა. აქედან: ა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური" 67.0 ათასი ლარით. (მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 61,0 ათასი ლარით.) ბ. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი 11,2 ათასი ლარით. გ. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა განისაზღვროს 85,0 ათასი ლარით. აქედან: ახალშობილების (ერთჯერადი) დახმარების პროგრამა განისაზღვროს 85,0 ათასი ლარით (თითოეულზე 100 ლარის ოდენობით). დ. სოციალურად დაუცველი პირების დახმარება დაფინანსდეს 90.0 ათასი ლარით. ე. სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსება 369.0 ათასი ლარით, ნაცვლად 251.0 ათასი ლარისა. ვ. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება 49.0 ათასი ლარით. ზ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის „თელავის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში" განთავსებულ ჩანაცვლებითი თერაპიის სამედიცინო ბრიგადაში ჩართული პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსება 4,8 ათასი ლარით. თ. მშობიარეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 40,0 ათასი ლარით (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით). ი. გაჭირვებული მოსახლეობის სათბობით (შეშით) მომარაგების უზრუნველყოფა 15,0 ათასი ლარით. კ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „მოქალაქეთ თანადგომა" 129.6 ათასი ლარით. ლ. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 11.0 ათასი ლარით, ნაცვლად 10.0 ათასი ლარისა (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით).". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები