ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 176/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 02/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016155
176/1
28/09/2012
ვებგვერდი, 02/11/2012
480610000.03.030.016155
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"

 

საქართველო და ბურკინა ფასო,

 

სურვილი აქვთ რა, განავითარონ ურთიერთგაგება და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა;

 

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პატივისცემისა და წახალისების, სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;

 

იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის, 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების შესაბამისად;

 

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ ერთობლივი კომუნიკეს ორ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

ქ. ნიუ-იორკი, 2012 წლის 2 ოქტომბერი.

 

 

საქართველოს სახელით

 

 

ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

ბურკინა ფასოს სახელით

 

 

დერ კოგდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან