დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016098 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №37 დადგენილების (სსმ, 30/12/2011, 190020020.35.152.016064) 1-41 მუხლები დანართებით (№1,№2, №3, №4,№5) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 10854,0 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1) მათ შორის: 1. გადასახადები – 1798,2 ათასი ლარი; 2. სხვა შემოსავლები – 391,1 ათასი ლარი; 3. გრანტები – 8609,7 ათასი ლარი, მათ შორის: ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 1801,7 ათასი ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 105,0 ათასი ლარი. გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 4516,3 ათასი ლარი; დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 1258,1 ათასი ლარი; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 900,0 ათასი ლარი; ვ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 16,0 ათასი ლარი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები – 12,6 ათასი ლარი. 4. არაფინანსური აქტივების კლება – 55,0 ათასი ლარი. მუხლი 2. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 12570,4 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2) მათ შორის: 1. წარმომადგენლობითი ორგანო – 274,8 ათასი ლარი; 2. აღმასრულებელი ორგანო – 1122,7 ათასი ლარი; 3. სარეზერვო ფონდი - 87,5 ათასი ლარი; 4. საბანკო მომსახურების ხარჯი – 5,5 ათასი ლარი; 5. აუდიტორული მომსახურების ხარჯი – 9,3 ათასი ლარი; 6. საქართველოს ეროვნული არქივის ადგილობრივი ორგანოების საარქივო დოკუმენტაციის შენახვის და დამუშავების ხარჯები - 7,8 ათასი ლარი; 7. შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ) დაკავშირებული ხარჯები – 10,0 ათასი ლარი; 8. კომპიუტერული და მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და მომსახურების ხარჯები – 1,5 ათასი ლარი; 9. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები – 50,0 ათასი ლარი; 10. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა – 401,7 ათასი ლარი; 11. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების ხარჯი – 12,0 ათასი ლარი; 12. საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო დაცვის სამსახური – 140,4 ათასი ლარი; 13. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება – 35,6 ათასი ლარი; 14. თავდაცვის ღონისძიებები – 52,8 ათასი ლარი; 15. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 8565,4 ათასი ლარი; 16. საგანმანათლებლო ღონისძიებები – 695,6 ათასი ლარი; 17. სპორტული და კულტურული ღონისძიებები – 564,2 ათასი ლარი; 18. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები – 533,6 ათასი ლარი. მუხლი 3 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 12391,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №3). მუხლი 4 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (დანართი N4). მუხლი 41 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი (დანართი №5)." |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დანართი №3 |
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
დანართი №4 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები