დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 955 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 3.45 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (პირადი შემადგენლობა) 2009 წელს: სულ 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცი; აქედან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი – 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცი.
მუხლი 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 412).
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი
№955–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2235 - სსმIII,
№45, 27.12.2009 წ.,მუხ.338
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები