დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016061 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, №34., 06.10.2010 წ., მუხ. 982) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები: |
ა)
დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“ |
ბ)
დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება საქმისწარმოების განყოფილება: ა) ახორციელებს გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და ოქმების შედგენას, ორგანიზაციას უწევს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირებზე მონაწილე პირთა მოწვევას; ბ) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა პროექტების მომზადებას და აკონტროლებს მათ შესრულებას; გ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს გამგებლის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამსახურში ერთიან საქმისწარმოებას: ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
გ)
დებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 მუხლი:
„მუხლი 61. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ურთიერთობის კოორდინაცია; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; დ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება; ვ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და პროგრამული მომსახურება; თ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება; ი) მუნიციპალიტეტში ოფიციალური დელეგაციების მიღების და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინების ორგანიზაციულ მომსახურება; კ) უზრუნველყოფს გამგებელთან, გამგებლის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციას, აანალიზებს მოქალაქეთა მიღების დროს დასმულ საკითხებს; უზრუნველყოფს საუწყებო არქივის წარმოებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები