დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.152.016096 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებით (სსმ, 30/03/2012, ს/კ 280070120.35.152.016084) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ პირები:
ა) ქ.დუშეთის, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანაურის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 2000კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთებზე;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 2500 კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთებზე;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები