დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.36.101.016130 |
|
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მუდმივი კომისიებია: ა) სარევიზიო; ბ) იურიდიულ საკითხთა; გ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო; დ) საქალაქო მეურნეობის; ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; ვ) ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის; ზ) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის; თ) განათლებისა და კულტურის; ი) გარემოს დაცვის; კ) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის; ლ) სახელდებისა და სიმბოლიკის; მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა; ნ) საერთაშორისო ურთიერთობების.“. |
2.
მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია შექმნილია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და საინვესტიციო პოლიტიკის გატარების მიზნით“ |
3.
მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. საერთაშორისო ურთიერთობების კომისია შექმნილია უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის საკითხთა შესწავლის, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით“. |
| მუხლი 2 |
|
გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები