დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-53 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 26/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.36.101.016131 |
12-44
26/10/2012
ვებგვერდი, 29/10/2012
010260030.36.101.016131
„ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-53 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
1.
„ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-53 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
გადაწყვეტილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”.
|
ბ)
გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თანდართული დებულება”.
|
გ)
გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დებულება”.
|
დ)
გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის საკრებულოში (შემდგომში საკრებულო) დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და საინვესტიციო პოლიტიკის გატარების მიზნით შექმნილია ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია (შემდგომში - კომისია)”.
|
ე)
გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ” და „ზ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
2.
გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები