„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.138.016078
25
25/10/2012
ვებგვერდი, 30/10/2012
190020020.35.138.016078
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წლის 25 ოქტომბერი

ქ.ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №19 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი,  22/06/2012, 190020020.35.138.016071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
  1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომლის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს''.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზი გიქოშვილი