„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 976
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010100000.08.002.016676
976
24/10/2012
ვებგვერდი, 25/10/2012
010100000.08.002.016676
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანეულება №976

2012 წლის 24 ოქტომბერი

 ქ.თბილისი

 

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/02/2012, 010100000.08.002.016446) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის:
ბ.ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრი - აღნიშნული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მზრუნველობის/მეურვეობის ქვეშ მყოფი პირი;“;

 

ბ.ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;“;

ბ.ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრების ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში გამოსამგზავრებლად;“;

ბ.გ) მე-4 მუხლის:
ბ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;“;

ბ.გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირებზე, რომელთაც არ მიუღიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

დ.ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალნენ და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

დ.ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით;“;

ბ.დ) მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრების, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, საქართველოში გამოსამგზავრებლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობისას - შესაბამისად, საქართველოა მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის განცხადება.“;

ბ.ე) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„3. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს არ მიუღია ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეობა.“;

ბ.ვ) მე-9 მუხლის:
ბ.ვ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს.“;

ბ.ვ.ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრზე, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოჯახის წევრის თანხმობა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაცემული დოკუმენტებით ვერ ხდება საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სრული იდენტიფიცირება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებების ან პირის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენის გამო, ხოლო აღნიშნულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოფხვრა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით შეუძლებელია ან მოითხოვს აშკარად შეუსაბამოდ დიდ დროს და ამასთანავე წარდგენილი იქნება მტკიცებულება დასაბრუნებელი მოწმობის დროულად გაცემის აუცილებლობის შესახებ, საკონსულო თანამდებობის პირი წარდგენილი/მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს დასკვნას პირის იდენტურობის შესახებ და დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს პირის ნამდვილ მონაცემებზე დაყრდნობით.“;

ბ.ზ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების არსებობისა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი