დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016132 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში (190020020.35.153.016083; სსმ 03.01.2012 წ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 15 598.8 ათ. ლარის ოდენობით (დანართი 1), მათ შორის: ა. გადასახადები 5 603.0 ათ. ლარი, ბ. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 300.0 ათ. ლარი, გ. გათანაბრებითი ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან 834.2 ათ. ლარი, დ. ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 6 461.9 ათ. ლარი, ე. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 82.1 ათ. ლარი ვ. სხვა შემოსავლები 2 317.6 ათ. ლარი. ზ. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 491.7 ათ. ლარის ოდენობით. (დანართი 1). 2. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციულ ჭრილში 22 431.5 ათ. ლარით ოდენობით (დანართი 2). ა. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 3 258.8 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 3 459.3 ათასი ლარით. ბ. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 323.2 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 347.6 ათასი ლარით. გ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსდეს 185.0 ათასი ლარით. დ. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 110.0 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 124.1 ათასი ლარით. ე. ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 14 180.2 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 14 235.6 ათასი ლარით. ვ. საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 1 782.4 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 1 774.1 ათასი ლარით. ზ. სპორტული და კულტურული ღონისძიებები 910.4 ათასი ლარით, თ. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მუხლში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული მუხლი 1 295.5 ათასი ლარის ნაცვლად დაფინანსდეს 1 395.5 ათასი ლარით. 3. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 22 268.0 ათ. ლარით (დანართი 3). 4. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -163.5 ათ. ლარით. (დანართი 4) , მათ შორის: მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 163.5 ათ. ლარით. 5. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის მთლიანი სალდო -5 177.5 ათ. ლარით (დანართი 4). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
|
დანართი №2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
|
დანართი №3 |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
|
დანართი №4 |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები