დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016099 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებით (ვებგვერდი სსმ.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010250020.35.016079) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ)მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;“. 2. დებულების მე-13 მუხლს 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი: ,,92.მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას, შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მუნიციპალიტეტის ორგანობისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები