ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
22/10/2012
ვებგვერდი, 24/10/2012
010250020.35.158.016097
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2012 - 19/09/2013)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2012 წლის  22 ოქტომბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. 
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი