„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 968
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.08.002.016673
968
22/10/2012
ვებგვერდი, 22/10/2012
010120000.08.002.016673
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №968

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის № 399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2006 წ., № 88, მუხ. 1168) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. უცხოელი - პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;“;

ბ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.“;

გ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის მისაღებად განმცხადებელი შესაძლოა იყოს 16 წელს მიღწეული პირი. არასრულწლოვან უცხოელს შესაძლოა მოეთხოვოს მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი