დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016096 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ნოემბრის №51 დადგენილებაში(სსმ.matsne.gov.ge 25.11.2011წ.№111122003) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ბიუჯეტის შემოსულობები 1. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 17478,119 ათ. ლარის ოდენობით (ცხრილი№2), კერძოდ: ა) გადასახადები 3866,219 ათ. ლარი; ბ) გრანტები 1740,073 ათ. ლარი; გ) სხვა შემოსავლები 11871,827 ათ. ლარი, მათ შორის: გ.ა) მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 11574,227 ათ. ლარი; გ.გ) საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 43,80 ათ. ლარი; გ.დ) შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები, სანქციები და საურავები) 253,60 ათ. ლარი. გ.ე) შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 0,20ათ. ლარი; 2. არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება 5291,881 ათ. ლარი (ცხრილი№1,№2), მათ შორის: ა) არაფინანსური აქტივების კლება 762,00 ათ. ლარი; ბ) ფინანსური აქტივების კლება 4529,881 ათ. ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული გრანტები: ა) მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 305,00ათ. ლარი, მათ შორის: ა.ა) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება 27,0ათ.ლარი; ა.ბ) თავდაცვის სფეროში 136,70ათ. ლარი; ა.გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 136,30ათ. ლარი; ა.დ) სოციალური დაცვის სფეროში 5,00ათ. ლარი. ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1309,073ათ. ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში; გ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №501 განკარგულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 60,00ათ. ლარი ქ. ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე №188 და №190 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციისათვის; დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 50,00ათ. ლარი გზების რეაბილიტაციისათვის. ე) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1380 განკარგულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 16,00ათ. ლარი, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზების, სტუმრების მიღების და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსების მიზნით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბიუჯეტის გადასახდელები 1.ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 22602,725ათ. ლარის ოდენობით (ცხრილი№4), კერძოდ: ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 2846,390ათ. ლარი, მათ შორის: ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 2501,841ათ. ლარი; ა.ბ) ფინანსური და ფისკალური საქმიანობა 80,20ათ. ლარი; ა.გ) საერთო დანიშნულების სხვა მომსახურება 13,22თ. ლარი; ა.დ) ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 245,129ათ. ლარი; ა.ე) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში 6.00ათ. ლარი; ბ) თავდაცვა 143,75 ათ. ლარი, მათ შორის: ბ.ა) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 143,75 ათ. ლარი; გ) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 693,212ათ. ლარი, მათ შორის: გ.ა) პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა 358,192ათ.ლარი; გ.ბ) მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახური 335,02 ათ. ლარი; დ) ეკონომიკური საქმიანობა 7010,032ათ. ლარი, მათ შორის: დ.ა) სოფლის მეურნეობა 12,205ათ. ლარი; დ.ბ) ტრანსპორტი 6997,827ათ. ლარი; ე) გარემოს დაცვა 727,58 ათ. ლარი,მათ შორის: ე.ა) ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება, განადგურება 556,858 ათ. ლარი; ე.ბ) ჩამდინარე წყლების მართვა 165,922 ათ. ლარი; ე.გ) ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა 4,80ათ. ლარი; ვ) საბინაო-კომუნალური მეურნეობა 4670,731ათ. ლარი, მათ შორის: ვ.ა) ბინათმშენებლობა 436,615ათ. ლარი; ვ.ბ) წყალმომარაგება 528,708ათ. ლარი; ვ.გ) გარე განათება 673,211 ათ. ლარი; ვ.დ) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში 3032,197ათ. ლარი; ზ) ჯანმრთელობის დაცვა 410,77ათ. ლარი, მათ შორის: ზ.ა) ფარმაცევტული პროდუქცია 70,00 ათ. ლარი; ზ.ბ) ამბულატორიული მომსახურება 201,97 ათ. ლარი; ზ.გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 138,80ათ. ლარი; თ) დასვენება, კულტურა და რელიგია 3960,89ათ. ლარი, მათ შორის: თ.ა) მომსახურება დასვენებასა და სპორტის სფეროში 2707,55ათ. ლარი; თ.ბ) მომსახურება კულტურის სფეროში 965,34ათ. ლარი; თ.გ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 143,50ათ. ლარი; თ.დ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა144,50 ათ.ლარი; ი) განათლება 668,720ათ. ლარი, მათ შორის: ი.ა) სკოლამდელი აღზრდა 596,46 ათ. ლარი; ი.ბ) ზოგადი განათლება 72,26ათ. ლარი; კ) სოციალური დაცვა 1470,65 ათ. ლარი, მათ შორის: კ.ა) ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა 91,03ათ. ლარი; კ.ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა 122,60ათ. ლარი; კ.გ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 372,78ათ. ლარი; კ.დ) სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას 243,74ათ. ლარი; კ.ე) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში 640,50ათ. ლარი; 2. არაფინანსური აქტივების ზრდა და ვალდებულებების კლება (ცხრილი №1№3): ა) არაფინანსური აქტივების ზრდა 12110,12 ათ. ლარი; ბ) ვალდებულებების კლება 167,275ათ. ლარი.“. |
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებები 1. ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“ 138,80 ათ. ლარი; 2.ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ 472,80 ათ. ლარი; 3. ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“ 333,99 ათ. ლარი; 4. ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“ 592,15 ათ. ლარი; 5. ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“ 117,59 ათ. ლარი; 6. ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“ 109,50 ათ. ლარი; 7. ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადი“ 68,18 ათ. ლარი; 8. შპს „კულტურისა და დასვენების პარკი 54,00 ათ. ლარი; 9. შპს მოხუცთა პანსიონატი „ჭაღარა“ 10,00 ათ. ლარი; 10. შპს „კომუნალური მეურნეობა“ 162,00 ათ.ლარი; ა) იძულებით გადაადგილებული პირების, პედაგოგების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ და დანარჩენი მოსახლეობის შეღავათიან ფასში მომსახურებისათვის 162. ათ.ლარი; 11. შპს „გაზეთი ბოლნისი“ 44,70 ათ.ლარი; 12. ბოლნისის ეპარქია 130.00 ათ. ლარი; 13. № 23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის დეპუტატის ბიურო 6,00 ათ. ლარი; 14. სშსს-ს სტრუქტურული ერთეულები 358,192ათ. ლარი: ა)სშსს-ს ბოლნისის რაიონული სამმართველო 240,552ათ. ლარი; ბ)სშსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო 100,00ათ. ლარი; გ)სშსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო 15,00ათ. ლარი; დ)ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2,64ათ. ლარი; 15. ააიპი ბოლნისის სათნოების სახლი 264,60 ათ. ლარი: ა) მოხუცთა მოვლა-პატრონობისათვის 112,60 ათ. ლარი; ბ) ბენეფიციართა უფასო კვების მომსახურება 162,00 ათ. ლარი; 16. საფეხბურთო კლუბი „სიონი“ 1154,00ათ. ლარი; 17.საკალათბურთო კლუბი „ენერჯი ინვესტი“ 51,50ათ. ლარი; 18. შპს „ბოლნისის რ-ნის სოფ.ტალავრის ამბულატორია“ 0,80ათ. ლარი; 19. შპს „რანჩპარის საექიმო ამბულატორია“ 2,24ათ. ლარი; 20. შპს „დარბაზის საექიმო ამბულატორია“ 2,04ათ. ლარი; 21. შპს „ქვემო ბოლნისის საექიმო ამბულატორია“ 3,10ათ. ლარი; 22. შპს „ქვეშისსაექიმო ამბულატორია“ 4,05ათ. ლარი; 23. შპს „ქვემო არქევანის საექიმო ამბულატორია“ 3,50ათ. ლარი; 24. შპს „საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ 19,24ათ. ლარი.“. |
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-7 მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ერთჯერადი მატერიალური დახმარების ღონისძიებები 230,50 ათ.ლარი; 13. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დახმარება 240,00ათ. ლარი.“. |
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სოფ.აკაურთაში არსებული სასმელი წყლის ჭაბურღილის ელექტრო გადამცემი ყუთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2012 წლის 03 სექტემბრის №754 ბრძანება) გამოიყო 0,80ათ. ლარი; ი) ქ. ბოლნისის №4 ბაგა-ბაღის სახურავის აღდგენა რეაბილიტაციისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2012 წლის 07 სექტემბრის №779 ბრძანება) გამოიყო 20,0ათ. ლარი; კ) ქ. ბოლნისში ანდრევკის დასახლებაში არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედნის რეაბილიტაციისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2012 წლის 07 სექტემბრის №779 ბრძანება) გამოიყო 12,0ათ. ლარი; ლ) ქ. ბოლნისში დავით აღმაშენებლის ქ.№54-ში არსებული კორპუსის სახურავის აღდგენა რეაბილიტაციისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2012 წლის 07 სექტემბრის №779 ბრძანება) გამოიყო 43,0ათ. ლარი; მ) სოფ.მუშევანში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2012 წლის 14 სექტემბრის №842 ბრძანება) გამოიყო 43,0ათ. ლარი.“. |
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეზერვო ფონდი დაზუსტდა 80,20ათ.ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები განისაზღვროს 22770,00ათ. ლარით (ცხრილი№1,№2,№3,№4).“. |
| მუხლი 9 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ცხრილი №1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
|
ცხრილი №2 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ცხრილი № 3 |
ბოლნისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
|
ცხრილი №4 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ფუვქციონალური კლასიფიკაცია |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები