„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016671
965
22/10/2012
ვებგვერდი, 22/10/2012
140080000.08.002.016671
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №965

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო;“;

ბ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების პირადი დაცვით უზრუნველყოფა;

ბ) განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსახურის მიერ განსახორციელებელ სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.“;

გ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ტერიტორიაზე სამსახურის დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი