დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010270000.10.003.017109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/10/2012 - 31/10/2012)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამა
|
მუხლი 1.
ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი |
1. ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) პროგრამის დაფინანსების მიზნით უზრუნველყონ ყოველწლიურად 13 300 000 ლარის გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში; ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 4 200 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს. 3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 02 02). |
მუხლი 2.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია:
ა) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებული ოჯახების (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა; გ) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
მუხლი 3.
პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმები |
პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმებია:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა, კერძოდ: ერთსულიან ოჯახზე – 100 ლარი; ორსულიან ოჯახზე – 110 ლარი; სამსულიან ოჯახზე – 130 ლარი; ოთხსულიან ოჯახზე – 140 ლარი; ხუთსულიან ოჯახზე – 150 ლარი; ექვს- და მეტსულიან ოჯახზე – 180 ლარი, მათ შორის: საკომუნიკაციო გადასახადის თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ოჯახისათვის – 25 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ყოველთვიური თანაგადახდა წყლისა და დასუფთავების გადასახადებზე 50%-ის ოდენობით; ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის საბანკო ვიზა პლასტიკურ ბარათზე ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით; გ) ქ. თბილისის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური განათლების ფასიან სექტორებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის დარიცხვა სასწავლებლების საბანკო ანგარიშებზე, სემესტრების მიხედვით. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მუნიციპალური სპორტული, სამუსიკო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრების მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები