დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1873 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016242 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებით (ვებგვერდი 111229041, 01/01/2012, 010240030.22.024.016141) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით.”. |
ბ)
,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.”. |
2.
მე-4 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის: |
ა.ა)
,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით.”. |
ა.ბ)
,,პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა”. |
ბ)
მე-4 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის დროულად გადაცემა”; |
გ)
მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება”. |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები