„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.017106
431
19/10/2012
ვებგვერდი, 19/10/2012
010340000.10.003.017106
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2012 წლის 19 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სა­ქარ­თველოს სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელ­მწი­ფო ჯილდო­ებისათვის დაწესებული ერთდროული ფუ­ლადი პრემიების გა­ცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 356) შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წე­ს­ის:

1.  პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქარ­თვე­ლოს სა­ხელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთ­დრო­ული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიმართვა ან/და უფლებამოსილი პირის წერი­ლობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს შემ­დეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადას­ტუ­რებული ცნობა ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პი­რის ანგარიშის ნომრის მითითებით,  სადაც უნდა ჩაირიცხოს მისი კუთვნილი თანხა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს.“.

  2. მე-6 მუხლში სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 18 ოქტმბრიდან

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი