„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ნომერი N2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016011
N2/ნ
18/10/2012
ვებგვერდი, 18/10/2012
010240070.22.037.016011
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2012 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის 13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ”შ” ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების”  (დანართი №1) მე-2 მუხლს დაემატოს 21-ე პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. კავშირგაბმულობის და საინფორმაციო განყოფილების  სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;

ბ.გ) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ”;

ბ.დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Internet Explorer) ცოდნა;

მუხლი 2
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების”  (დანართი №1) მე-10 მუხლს დაემატოს 121 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121. გარემოს დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის ტექნიკურ დარგში);

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

გ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;

დ.გ) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ”;

დ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”;

დ.ე) საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”;

დ.ვ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილება;

დ.ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძანება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;

დ.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ”;

დ.ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”;

ე) სამშენებლო ნორმებისა და წესების ზოგადი ცოდნა;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა მგელაძე