„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 869
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016158
869
18/10/2012
ვებგვერდი, 18/10/2012
010240030.22.026.016158
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №869

2012 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებით (ვებგვერდი, 110817022, 17/08/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 4

 დეპარტამენტი: დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (შემდეგ – „გაერთიანებული შტაბი“) და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის (შემდეგ – „შესყიდვა“) ორგანიზებას.”.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

დეპარტამენტს აქვს  ორი ბეჭედი წარწერით:

ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი’’;

ბ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი – სასაქონლო ოპერაციებისათვის“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).’’

3. მე-6 მუხლის:

ა) ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების  წარდგენა;”;

ბ) ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა–კორექტირება;

თ) საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე წინადადებების წარდგენა;”.

4. მე-8 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შესყიდვებთან (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებების ხელმოწერისა) დაკავშირებით წარმოადგენს სამინისტროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სხვა თანამდებობის პირი), ხოლო სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტს;

ბ) დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, შესყიდვის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილია წარუდგინოს შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წინადადებები  ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის) განსაზღვრის თაობაზე;”.

 

5. მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან ერთად, დარგის მენეჯერთა მიერ ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;”

6. მე-12 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური მარაგების შექმნა, აღწერა, განაწილება და მართვა;”;

7. მე-12 მუხლს დაემატოს ,,ზ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი’’.

8. მე-13 მუხლის ,,ა”და ,,ბ”ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, სამშენებლო-საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, კეთილმოწყობის, სარეკონსტრუქციო, სარემონტო-საავარიო და სხვა სამუშაოების, აგრეთვე უძრავი ქონების შესყიდვის ორგანიზება, მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულებების მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სამუშაოების პროექტთან და დეფექტურ აქტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;

ბ) სამინისტროში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, სამეურნეო საქონლისა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის ორგანიზება;”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიაკაკი სეფერთელაძე