„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016667
956
17/10/2012
ვებგვერდი, 17/10/2012
140080000.08.002.016667
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №956

    2012 წლის 17 ოქტომბერი  

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოპერატიული დეპარტამენტი;“;

ბ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“  ქვეპუნქტი:

„დ1) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;“;

გ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;

გ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება;“;

დ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „41“ პუნქტი:

„41. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთის და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;

ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი