დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.112.016092 |
|
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 აპრილის №18 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 02/05/2012, 20/04/2012) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„მუხლი 6
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი. 3. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები