„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.35.151.016108
33
15/10/2012
ვებგვერდი, 22/10/2012
230210000.35.151.016108
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 33  

2012 წლის 15 ოქტომბერი

დ.სტეფანწმინდა

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად:

         ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილების (სსმ 02.04.2012,230210000.35.151.016091)პირველი მუხლით  დამტკიცებულ  დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დანართი №1-ის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი  რედაქციით:

   „მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან  სრულად  გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ხუციშვილი