სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/1862
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 330010020.22.024.016239
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2012 - 21/11/2016)

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1862

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

 ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №2);
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №3);
3. დამტკიცდეს თანდართული სანებართვო მოწობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4).
4. დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციული სამართადარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).
5. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა თანდართული სახით (დანართი №6).
6. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი თანდართული სახით (დანართი №7).
7. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №8).
8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №1–1/2502 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმების, ადმინისტრაციული სამართალდარვევათა საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“.
9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.