დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 892 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.05.001.003.433 |
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 28.12.2007, მუხ. 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2010 წლის 1 იანვრამდე.“.
2. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2010 წლის 1 იანვრიდან 2 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
2. 2010 წლის 1 იანვრიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;
ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;
გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;
დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;
ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;
ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;
თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;
ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;
კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№892–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები