„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 024
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/10/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016029
024
15/10/2012
ვებგვერდი, 16/10/2012
300160070.55.067.016029
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №024

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში შეტანილი იქნს ცვლილება და ბრძანების მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს მეზღვაურის წიგნაკის ახალი ფორმის დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება 2012 წლის 1 დეკემბრამდე.

3. სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „უფლებამოსილია გასცეს ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი მეზღვაურის წიგნაკები არა უგვიანეს 2012 წლის 1 დეკემბრისა.

4. 2012 წლის 1 დეკემბრამდე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა იწარმოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №002 ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების" დამტკიცების შესახებ” შესაბამისად“.

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნტქი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირზე“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე