დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016137 |
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი),
აღიარებენ რა, საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, რომელსაც ადასტურებს სამთავრობო დონეზე არსებული თანამშრომლობა,
გადაწყვეტილი აქვთ რა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და დიალოგის განმტკიცებასა და თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობის, ურთიერთპატივისცემის, სუვერენული თანასწრობის პრინციპებს,
სურთ რა განავითარონ ახალი ტიპის ურთიერთობა, რომელიც იქნება კონკრეტული ხასიათის და ყველა დონეზე ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის უშუალო კონსულტაციებს,
აღიარებენ რა, მხარეთა შორის საერთო ინტერესების საკითხებზე რეგულარული კონსულტაციებისათვის მექანიზმის შექმნის საჭიროებას,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ასეთი მექანიზმი გააადვილებს კონსულტაციებს და ითვალისწინებს რეგულარული, სტრუქტურული და საგანგებო შეხვედრების გამართვას,
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად
შეთანხმდნენ შემდეგზე:
|
მუხლი I მიზნები
მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების ან მაღალი თანამდებობის პირების დონეზე აწარმოებენ რეგულარულ ორმხრივ კონსულტაციებს, რათა განიხილონ და შეისწავლონ მათ შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ყველა ასპექტი და იმსჯელონ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების პირობებზე, ასევე განიხილონ საერთო ინტერესის რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.
მუხლი II კონსულტაციის მექანიზმი
მუხლი III თანამშრომლობის სფერო
მხარეები განახორციელებენ კონსულტაციებს და ერთმანეთს გაუზიარებენ შეხედულებებს საერთო ინტერესის საკითხებზე. კერძოდ:
მუხლი IV შესწორებების შეტანა
მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება ჩასწორებულ იქენს ან მასში შეიძლება შეტანილ იქნეს შესწორებები. ამგვარი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-6 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი V დავების მოგვარება
მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი VI ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთი) წლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით 3 (სამი) თვით ადრე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერი პირები ხელს აწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს,
შესრულებულია ქ. ჯაკარტაში, 2012 წლის 29 ივნისს, ორ დედნად, ქართულ, ინდონეზიურ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმის ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები