დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016128 |
|
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ |
საქართველოს მთავრობამ და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობამ,
ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები.
ორივე მთავრობა ადასტურებს რა თავის ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი, რომლებიც მოიცავენ სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვევობასა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას,
ორივე მთავრობა სრულიად დარწმუნებულია რა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და უფრო მეტად ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას,
მიიღეს გადაწყვეტილება, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, არარეზიდენტი ელჩების დონეზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 8 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები