„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 227/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016493
227/ნ
12/10/2012
ვებგვერდი, 15/10/2012
040030000.22.022.016493
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №227/ნ

2012 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ( სსმ, 168, 28/11/2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უნივერსიტეტის აღსანიშნავად სრული დასახელების გარდა გამოიყენება ასევე შემოკლებული სახელწოდება „ბსუ“;“

ბ) წესდების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 

გ) წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების  მომზადება;“

დ) წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ი1” და „ი2” ქვეპუნქტები:

„ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;  

2) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;“

ე)  წესდების მე-14 მუხლის  მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) რექტორს წარუდგენს ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების სტრუქტურის შესაბამისად წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ  უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას, რომელსაც იგი ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ.“  

ზ) წესდების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ)  წესდების  22-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეკანის არჩევნები ცხადდება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნები ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატმა საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.“  

ი) წესდების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ)  წესდების  242 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

9. დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“  

ლ)  წესდების  26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.“

მ)  წესდების  26-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. კომისიის პირველივე სხდომაზე, საუნივერსიტეტო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი ფარული კენჭისყრით და დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შესულ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის ცნობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 7. შესაძლებელია საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების წევრები (თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები) თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“

ნ) წესდების 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) წესდების 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.“ 

პ) წესდების 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთ კვირაში იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.“

ჟ) წესდების 45-ე მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,8. ამომრჩეველთა სიაში არ შეიყვანება უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირები, ასევე აკადემიური პერსონალის ის წარმომადგენელი, რომელსაც უნივერსიტეტთან შეჩერებული აქვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.“

რ)  წესდების  56-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პროფესორის აკადემიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“

ს) წესდების  57-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.“ 

ტ) წესდების 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

უ) წესდების  61-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმებით განსაზღვრული შემთხვევები.“  

ფ) წესდების 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 62.  აკადემიური წოდებები, მათი მინიჭების წესი და პირობები

1.  უნივერსიტეტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების ან რექტორის ინიციატივის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით  მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.  

2. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების  საფუძველზე წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურების  ოდენობა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის შეიძლება იყოს 450 ლარი, ხოლო სრული პროფესორისათვის 900 ლარი. ანაზღაურება გაიცემა სახელმწიფო პენსიის ოდენობის თანხის გამოქვითვით.

3.   ემერიტუსის აკადემიური წოდება  ენიჭება პირს, რომელიც ამ წო­დების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:

ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;

ბ) უკავია უნივერსიტეტის სრული პროფესორის ან მთავარი მეცნიერ-თანამ­შ­რომლის თანამდებობა და აქვს უნივერსიტეტში (მათ შორის ამ უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში) სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაო­ბის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება;

გ) მომზადებული ჰყავს სულ ცოტა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ერთი პირი,  გამოცემული აქვს ქართულ ენაზე  ორიგინალური სა­ხელ­მძღვანელო ან მონოგრაფია;

4.      ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვ­ლისთანავე;

5. ემერიტუსი (ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით) სისტემატურად მონაწილეობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტის, განყოფილების, ლაბორატორიის აკადე­მიურ და სამეცნიერო აქტივობაში, რაც გამოიხატება ანაზღაურების გარეშე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობაში, სამეცნიერო საგრანტო პროექტების მომზადებაში, კონსულტაციების ჩატარებაში;  აღნიშნულ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ემერიტუსის დაფინანსება;

6. ემერიტუსი უფლებამოსილია უნივერსიტეტში შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;

7. ემერიტუსი მოქმედებს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად. მას გაცნობიერებული აქვს თავისი სტატუსი ნებისმიერი მოქმედების დროს და ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ინტერესებით;

8. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს ემერი­ტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება;

9. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მაღალანაზღაურებად (სრული პროფესორისათვის - 900 ლარი ან მეტი, ხოლო მთავარი მეცნიერ-თამანშრომლისათვის-450 ლარი და მეტი) თანამდე­ბობაზე დასაქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ემერიტუსის დაფინანსება”.

ქ)  წესდების 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.“

ღ) წესდების 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამების განხორციელების წესის შესაბამისად.“

ყ) წესდების 67-ე მუხლის მე-4 ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) უფლებამოსილია გამოხატოს თავისი მოსაზრება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბრძანებების პროექტებზე.“ 

შ)  წესდების 68-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 68. სტუდენტის ვალდებულებები 

სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, ასევე დაიცვას უმაღლესი განათლების შესახებ კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.“

ჩ)  წესდების 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ც) წესდების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით;“

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე