დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016132 |
|
საქართველო და სურინამის რესპუბლიკა,
სურვილი აქვთ რა განამტკიცონ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წაახალისონ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა მშვიდობიანი თანაარსებობის, თანასწორობის და ეროვნული სუვერენიტეტის ორმხრივად პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად,
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და მიზნებით და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებებით,
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 27 მაისს, ორ დედნად თითოეული ქართულ, ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები