დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016152 |
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით; ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას; სურვილი აქვთ რა გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის, მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას: |
მუხლი 1
ა) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის საკითხებს; გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.
მუხლი 2
მუხლი 3 მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
მუხლი 4 მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, თავიანთ ორი სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა მეგობარ ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5 მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მეგობრულად კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 6 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7 რომელიმე მხარის მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა გავლენას არ ახდენს საქართველოსა და გაიანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ან სხვა რაიმე სასარგებლო ღონისძიებებსა და პროგრამებზე, რომელიც შესაძლოა ინიციირებულ იქნეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
მუხლი 8
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 26 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები