დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 11/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016066 |
|
„ ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2012, 010260030.52.101.016065) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2 სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებას. “; ბ) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები; გ) მე-8 მუხლიდან: გ.ა) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; გ.ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი; გ.გ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, გ.დ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი; გ.ე) ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი; გ.ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიით: ,,6. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისის ბაღების, პარკებისა და სკვერების უსაფრთხოებასა და ქ. თბილისის ბაღების, პარკებისა და სკვერების ქონების დაცვას.“; გ.ზ) ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი; დ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი; ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12 სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას“. |
------------------------------ |
მუხლი 2.
ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები