ოქმი „რუანდის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ოქმი „რუანდის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 159/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016140
159/1
23/03/2011
ვებგვერდი, 23/10/2012
480610000.03.030.016140
ოქმი „რუანდის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი „რუანდის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

 

საქართველო და რუანდის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,

 

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

 

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის    განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

 

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

 

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის     დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო    ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

 

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 23 მარტს,  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი   თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

საქართველოს სახელით

 

 

 

მისი უდიდებულესობა, ბატონი

ალექსანდრე ლომაია

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს

 მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

რუანდის რესპუბლიკის სახელით

 

 

 

მისი უდიდებულესობა, ბატონი

ოჟენ რიჩარდ გასანა

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

რუანდის რესპუბლიკის

 მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში