ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 155/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016145
155/1
03/03/2011
ვებგვერდი, 23/10/2012
480610000.03.030.016145
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

 

საქართველომ და მავრიტიუსის რესპუბლიკამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, რათა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დაამყარონ და განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები  პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, ტექნიკურ და სხვა სფეროებში,

 

მიიღეს გადაწყვეტილება წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის საფუძველზე.

 

სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავიანთი ურთიერთობები დააფუძნონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებზე, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე.

 

საქართველო და მავრიტიუსის რესპუბლიკა დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და წვლილს შეიტანს მათ შორის თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში.

 

ყოველივე ამის დასტურად, როგორც ამ ქმედების მოწმეებმა, ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 3 მარტს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

 

საქართველოს სახელით


ელჩი

ალექსანდრე ლომაია

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

 

მავრიტიუსის რესპუბლიკის სახელით


ელჩი

მილან ჯაია ნიამრაჯსინგჰ მეტერბანი

მავრიტიუსის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან