ოქმი „საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ოქმი „საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 154/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016146
154/1
16/06/2011
ვებგვერდი, 23/10/2012
480610000.03.030.016146
ოქმი „საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი „საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

 

საქართველო და მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

 

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

 

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

 

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

 

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

 

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2011 წლის 16 ივნისს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ფრანგულ ენაზე.

 

საქართველოს სახელით

 

 

მისი აღმატებულება ბატონი

ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან

 

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის სახელით

 

მისი აღმატებულება ბატონი

აბდერაჰიმ ულდ ჰადრამი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან