დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016491 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების (სსმ, 117, 15/09/2010 სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016001) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-8 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ხელს უწყობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვიზიტის განხორციელების პროცესში ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას;’’ ბ) მე-8 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ-პ“ ქვეპუნქტები: ,,ნ) ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ ინფორმაციას აწვდის საგანმანათლებლო დაწესებულებას; ო) საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე, მონიტორინგის სამსახურს აწვდის ინფორმაციას აღნიშნული ვიზიტის შესახებ; პ) მონიტორინგის სამსახურს აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარმოუდგენლობის ან დაგვიანებით წარმოდგენის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“; დ) 112 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ’’ ქვეპუნქტები: ,,ზ) უფლებამოსილია განახორციელოს საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი; თ) უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეისწავლოს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები.’’. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები