„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 225/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016491
225/ნ
11/10/2012
ვებგვერდი, 12/10/2012
040030000.22.022.016491
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №225/ნ

2012 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების (სსმ, 117, 15/09/2010 სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016001) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-8 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ხელს უწყობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვიზიტის განხორციელების პროცესში ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას;’’

ბ) მე-8 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ-პ“ ქვეპუნქტები:

,,ნ) ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ ინფორმაციას აწვდის საგანმანათლებლო დაწესებულებას;

ო) საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე, მონიტორინგის სამსახურს აწვდის ინფორმაციას აღნიშნული ვიზიტის შესახებ;

პ) მონიტორინგის სამსახურს აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარმოუდგენლობის ან დაგვიანებით წარმოდგენის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

დ) 112 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ’’ ქვეპუნქტები:

 ,,ზ) უფლებამოსილია განახორციელოს საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი;

თ) უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეისწავლოს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები.’’.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე