ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 153/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 09/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016147
153/1
09/05/2012
ვებგვერდი, 23/10/2012
480610000.03.030.016147
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

 

საქართველო და მალის რესპუბლიკა,

 

სურვილი აქვთ რა წაახალისონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განამტკიცონ ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

 

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებითა და მიზნებით და 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებით.

 

იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე;

 

ყოველივე აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 9  მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

 

მისი აღმატებულება, ბატონი

ალექსანდრე ლომაია

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

მალის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

 

მისი აღმატებულება, ბატონი

უმარ დაუ

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან