დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 423 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017094 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში:
1. მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ტარდება ინიციატორის მიერ განსაზღვრულ ადგილას, უშუალოდ შეკრების ან ელექტრონული წესით, „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით. სამეთვალყურეო საბჭოს ამ წესდებით განსაზღვრული სხდომის მოწვევისა და მიმდინარეობის შედეგად, აგრეთვე, „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად როგორც ფონდისთვის, ისე მესამე პირთათვის. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ინიციატორი) უფლებამოსილია მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. მოწვევა ხდება წერილობით ან „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით განხორციელებული შეტყობინების ფორმით, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ელექტრონული წესით გადაწყვეტილების მიღების წესი 1. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ ფორმატში სხდომის წარმართვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ინიციატორი შეიმუშავებს სხდომის დღის წესრიგს, დღის წესრიგით განსახილველ საკითხ(ებ)სა და მათზე შემოთავაზებული გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში – პროექტი), სხდომის დახურვის დღეს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამით, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამით შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია განახორციელოს ინიციატორის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საკითხის განსახილველად წარდგენის შესახებ ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დაწკაპუნებით აფიქსირებენ მზადყოფნას, მიიღონ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით სხდომაში მონაწილეობა. 3. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, ჩაითვლება, რომ იგი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობა განისაზღვრება წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. თუ სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ პროექტის ინიციატორი უფლებამოსილია განმეორებით წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს პროექტი განსახილველად არა უგვიანეს 8 სამუშაო დღისა. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული შეტყობინების მიღების დღიდან გახსნილად ითვლება და გრძელდება სხდომის დახურვის დღემდე, მაგრამ არა უადრეს შეტყობინების მიღებიდან მე-9 დღისა, რაც უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას. 5. სხდომის მიმდინარეობისას სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები უფლებამოსილი არიან გააკეთონ შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, ელექტრონულ რეჟიმში „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით. 6. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს შენიშვნები და/ან კომენტარები სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხ(ებ)სა და გადაწყვეტილების პროექტ(ებ)თან დაკავშირებით, იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს საკუთარი გადაწყვეტილება შესაბამის ველში დაწკაპუნებით ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს სხდომის დახურვის დღის 24 საათისა. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნევა საბოლოოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრ(ებ)ის კომენტარების და/ან შენიშვნების საფუძველზე ინიციატორმა არ წარადგინა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სახეცვლილი პროექტი. 7. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები სხდომის დახურვის დღემდე დააფიქსირებენ გადაწყვეტილებას სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, მაშინ სხდომა დასრულებულად/დახურულად და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე ბოლო წევრის მიერ გადაწყვეტილების დაფიქსირების დღეს. 8. ინიციატორს უფლება აქვს, სხდომის დახურვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს თავის მიერ ინიციირებული პროექტი მოხსნას განხილვიდან. 9. საკითხი/პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 10. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 11. მიღებულად ჩაითვლება პროექტის ის რედაქცია, რომელიც „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამაში აიტვირთა 51 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ. 12. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ ფორმატში წარმართული სხდომის მეშვეობით 51 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების პროექტი ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერი გადაწყვეტილება/ოქმი“ ან – უფლებამოსილი პირი უგზავნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად, რომელიც ხელს აწერს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან უშუალოდ 3 სამუშაო დღის ვადაში. 13. „ელექტრონული საბჭოს“ პროგრამა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ოქმზე ელექტრონულად ხელმოწერისთანავე გამოსახავს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შტრიხ-კოდს, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის/გადაწყვეტილების ნომერს, მიღების ადგილს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ელექტრონულ ხელმოწერას. 14. ელექტრონული ფორმით ხელმოწერილი დოკუმენტი მესამე პირებთან წარსადგენად შესაძლებელია დამოწმდეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ე.წ. სველი ხელმოწერით. 15. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წესდების 51 მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, ძალაში შესულად ითვლება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების დღეს, თუ თვითონ გადაწყვეტილებაში სხვა რამ არ იქნა მითითებული. 16. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნებათ შესაბამის თანამდებობის პირებს შესასრულებლად.“. 3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია: ა) პროექტების შემუშავება და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა; ბ) დამტკიცებული პროექტების მართვა; გ) ფონდის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, შეუზღუდავად, კაპიტალშენატანებისა და კაპიტალში ცვლილებების განხორციელება, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა/გაუქმება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა/გამოწვევა, წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებაზე, აგრეთვე, წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება, წესდების დამტკიცება და მათში ცვლილებების განხორციელების მოწონება, დამტკიცებული წესდებით პარტნიორის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება; დ) მოწონებული პროექტების განხორციელების მიზნით შვილობილი კომპანიების დაარსება; ე) ამ წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, აღმასრულებელი დირექტორის სახით, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო და რომელიც ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ფონდს, უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: 21. აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორის უფლებამოსილებას. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს წევრებისა და შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან/და საბონუსე სისტემის დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები