დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.017096 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“: 1. №13 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება): ა) მე-4 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, 13.1 დანართისა და 13.2 დანართის შესაბამისად. ამასთან, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება: ექიმისათვის – 450 ლარით, ექთნისათვის – 300 ლარით. 11. 2012 წლის 1 სექტემბრიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას, შესაბამის რაიონში ამ პროგრამის 13.1 დანართით განსაზღვრული თვის ლიმიტის 25%-ით, ხოლო 13.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ფარგლებში.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება 13.1 დანართით და 13.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების სამსახურებისაგან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ 13.1 დანართით და 13.2 დანართით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული ბრიგადა – 4 ექიმით, 4 ექთნითა და 4 მძღოლით;“; დ) 13.1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 13.1 სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარებით)
ე) 13.1 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13.2 დანართი:
„დანართი 13.2 სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარებით)
2. №14 დანართის (სოფლის ექიმი): ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,835.1 ათასი ლარით, მათ შორის: ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად – 11,993 ათასი ლარით (პროგრამული კოდი – 35 03 03 14); ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში – 3,342 ათასი ლარით (პროგრამული კოდი – 35 03 03 14); გ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქ. თბილისის მასშტაბით, გარდამავალ პერიოდში (2012 წლის სექტემბერი), ამბულატორიული მომსახურების მიწოდება – 500.1 ათასი ლარით (პროგრამული კოდი – 35 03 03 19).“; ბ) 14.2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 14.2 სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები