ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 144/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016125
144/1
03/03/2011
ვებგვერდი, 15/10/2012
480610000.03.030.016125
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

საქართველო და კონგოს რესპუბლიკა,

 

სურვილი აქვთ რა, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად,

 

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პრინციპებითა და მიზნებით.

 

იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

 

საქართველო და კონგოს რესპუბლიკა გამოხატავენ თავიანთ რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და მშვიდობის განმტკიცებას.

 

ყოველივე ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა,  სათანადოდ უფლებამოსილებმა მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ერთობლივი კომუნიკეს სამ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2011 წლის 3 მარტს.

 

 

საქართველოს სახელით

_____________________

მისი უდიდებულესობა, ბატონი რეიმონდ ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან

 

კონგოს რესპუბლიკის სახელით

________________________

მისი უდიდებულესობა, ბატონი რეიმონდ სერჟ ბალე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

კონგოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან