ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ"

ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 142/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016123
142/1
22/12/2010
ვებგვერდი, 15/10/2012
480610000.03.030.016123
ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ"

საქართველო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი,

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

 

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

 

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

 

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის და 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციების შესაბამისად.

 

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 22 დეკემბერს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

საქართველოს სახელით

 

მისი აღმატებულება ბატონი

ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელით

 

მისი აღმატებულება ბატონი

ფერნანდ პუკრე კონო

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან