დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016122 |
|
ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ |
საქართველოს მთავრობა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურვილი აქვთ რა, ხელი შეუწყონ თავიანთ შესაბამის ხალხებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობასა და მეგობრობას, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის დღიდან.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
მხარეები თანხმდებიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ სახელმწიფოს შორის ეფუძნება 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებულ პრინციპებსა და მიზნებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ სხვა ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა შორის სუვერენულ თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობასა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 13 მაისს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები