„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 220/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016486
220/ნ
09/10/2012
ვებგვერდი, 10/10/2012
430210000.22.022.016486
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №220/ნ

2012 წლის 9 ოქტომბერი

ქ.თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების (სსმ, 14, 05/02/2010, 430210000.22.022.014168) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შიდა მობილობის შედეგები ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.”

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიხატია დეკანოიძე